Back

ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში – თანამედროვე ინტერიერის გამორჩეული ელემენტები

ინდუსტრიული სტილი თანამედროვე დიზაინში მყარად იმკვიდრებს ფეხს. ამ სტატიაში სწორედ მის შესახებ მოგიყვებით. სტატიაში ნახავთ: ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში – თანამედროვე ინტერიერის გამორჩეული ელემენტები

თავისებურებები:

ინდუსტრიული სტილი დიზაინში

ინდუსტრიული ინტერიერი სამრეწველო ქარხნის ატმოსფეროს ქმნის საცხოვრებელ ან კომერციულ სივრცეში – მინიმალისტური, მონოქრომული დიზაინი, უხეში მასალები, ღია საკომუნიკაციო ობიექტები: სარქველები, მილები, მავთულები. აღსანიშნავია, რომ სამრეწველო დიზაინი დიდ სივრცეს, მაღალ ჭერს და ფართე ფანჯრებს მოითხოვს.

ძირითადი ელემენტები:

ასეთ ინტერიერში კედლები, როგორც წესი, მაშინვე თვალშისაცემია – ეს შეიძლება იყოს დაუმუშავებელი აგური ან ტექსტურიზებული თაბაშირის კედლები. ზოგჯერ, დიზაინერების გადაწყვეტაა, კედლები დატოვონ დაუმთავრებელი.

ფერები:

ინტერიერის დიზაინი

ინდუსტრიულ დიზაინში აერთიანებს ღია ფერებს, როგორიცაა თეთრი, კრემისფერი და ნაცრისფერი. ამასთან, ინდუსტრიულ დიზაინში მიღებულია შავი ფერი.

რაც შეეხება ავეჯს, ის უნდა იყოს ლაკონური და მარტივი ფორმის, თუმცა კედლებთან კონტრასტში შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი სკამები და დივნები.

დეკორაციები:

თანამედროვე ინტერიერის დიზაინი

ოთახებს შეგიძლიათ დაამატოთ ლითონის ან ხის კონსტრუქციები და წარმოების ატრიბუტები: მანქანები, მექანიზმების ნაწილები, ხელსაწყოები.

განათება:

ინდსტრიული სტილი დიზაინში

ასეთ ინტერიერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათება. ეს შეიძლება იყოს დიდი ზომის ჭაღები და ნათურები, მათ შორის პროჟექტორები.