Back

მინიმალიზმი ინტერიერში- ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

ამ სტილის სახელი მრავლისმეტყველია – მინიმალისტური ინტერიერი არის ლაკონური, მარტივი, ფუნქციონალური და ამავე დროს, გამოირჩევა საკუთარი ხასიათით. სტატიაში ნახავთ: მინიმალიზმი ინტერიერში- ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში.

განსაკუთრებული მახასიათებლები:

ფერები ინტერიერის დიზაინში

ინტერიერში მინიმალისტური სტილი, პირველ რიგში, სივრცის სწორად გამოყენებას ეხება.

განლაგება, ავეჯი და ტექნიკა რაციონალურ როლს თამაშობს, რაც ოთახს საცხოვრებლად კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის.

მინიმალიზმი ინტერიერის დიზაინში

Ძირითადი ელემენტები:

ავეჯს უნდა ჰქონდეს მარტივი გეომეტრიული ფორმები. ასეთი ინტერიერის ფერთა პალიტრა თავშეკავებული, ხშირად მონოქრომულია:

მინიმალიზმი სახლის დიზაინში

კრემისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, პასტელური ფერები, თეთრისა და შავის კომბინაცია. თუმცა, შეიძლება ნათელი ელემენტებიც იყოს, მაგალითად – ყვითელი ან მწვანე ავეჯი.

მინიმალიზმი კარგად მოერგება ოთახებს პანორამული ფანჯრებით, საიდანაც ბევრი შუქი შემოდის.

მინიმალისტური სტილი ინტერიერში

რაც შეეხება ელექტრო განათებას, გამოიყენება რაც შეიძლება ნათელი LED ნათურები და პროჟექტორები.

მინიმალიზმი დიზაინში

მინიმალისტურ ინტერიერში დეკორატიული ელემენტები პრაქტიკულად არ გამოიყენება. როგორც საინტერესო აქცენტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკე ლითონის ჩარჩოში, აბსტრაქტული ნახატი, ქოთნის ორიგინალური მცენარე ან ღია თარო წიგნებით.

თეგები: მინიმალიზმი ინტერიერში,