დიზაინერმა საკმაო გამოწვევებით სავსე გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მთელი სახლის მოწყობა თეთრ და ღია ცისფერ ფერებში გადაწყვიტა, რასაც ღია ხის ფაქტურები შეუხამა. ცისფერი საკმაოდ გავრცელებულია საძინებლისთვის, თუმცა მაგალითად სამზარეულო, საკმაოდ იშვიათად არის ხოლმე ამ ფერში გადაწყვეტილი. ის შედეგი, რაც დიზაინერმა მიიღო, მართლაც შთამბეჭდავია. სტატიაში ნახავთ: ოთახის ინტერიერი – შეეფერება თუ არა ცისფერი ფერი ყველა ოთახს
იქედან გამომდინარე, რომ სახლში სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახები ერთ სივრცეშია განლაგებული, საჭირო იყო საერთო ტონის შერჩევა. ღია სივრცე, ცისფერ ფერს უკეთე წამოაჩენს. აქედან გამომდინარე, ამ ფერის დამსახურებით, ინტერიერმა სიმსუბუქე შეიძინა. ასეთი სახლი იდეალური ზღვისპირა კურორტისთვის.
ამ სტატიაში გირჩევთ, როგორ გამოიყენოთ ცისფერი ფერი ინტერიერში სწორად:
ცისფერ სამზარეულოს თანამედროვე დიზაინი გააჩნია, მისი ზედაპრი კი სხვა ავეჯის კონტექსტიდან ამოვარდნილია და შავია.
ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ინტერიერის სიმსუბუქეში მთავარი აქცენტი სამზარეულოს ზედაპირზე მოდის, რაც მის ფუნქციურ დატვირთვას უსვამს ხაზს და სტუმრის მზერას იპყრობს.
სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ღია ხისფერი ზედაპირის გამოყენების შემთხვევაში კი სამზარეულო უბრალოდ ჩაიკარგებოდა ინტერიერის დანარჩენ ნაწილში.
დეტალები:
სახლის ინტერიერში დიდი დატვირთვა მოდის ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა ხის ჭაღები და მეტალის ფაქტურიანი ვაზები.
აღასანიშნავია, რომ ყოველი ეს დეტალი, სულ მცირე ორჯერ მეორდება, რაც ოთახის მასშტაბებიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილებაა.
საერთო სივრცე:
საერთო სივრცე ისეა მოწყობილი, თითოეულ კუთხეს თავისი დატვირთვა ჰქონდეს.
მთელს ოთახს თეთრი ხის შეკიდული ჭერი, ხის განათებები და თეთრისა და ცისფერის უნიკალური შერწყმა აერთიანებს.
ამ სახლის დიზაინი კარგი მაგალითია იმის წარმოასაჩენად, თუ როგორ შეიძლება ამდენმა მსუბუქმა ტონმა ერთად, სახლში მოსაწყენი ატმოსფერო არ შექმნას.