Back

როგორია სახლის დიზაინი, რომელიც ყველა მეზობელს ძულს

ფერებით შეპყრობილი მხატვარი, რომელმაც თავისი „კრემისფერი და მოსაწყენი“ სახლი ნამდვილ ცისარტყელას ოაზისად აქცია, წელიწადში 5000 დოლარს ხარჯავს ფერადი სახლის ინტერიერის და ექსტერიერის შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ. 70 წლის ჯეინ გოტლიბმა ორ თვეში, აშშ-ში, სანტა ბარბარაში, განცალკევებით მდგომი სახლის სრული ტრანსფორმაცია მოახდინა და ნამდვილ „ხელოვნების ნიმუშად აქცია“. კედლების მოხატვისას, მხოლოდ ექსტერიერში მან გამოიყენა ცხრა განსხვავებული ფერი, ხოლო ინტერიერში ათობით სხვა ფერი. გარდა იმისა, რომ სახლის რემონტი საკმადო ძვირი დაჯდა, მსგავსი საცხოვრებლის შენარჩუნება ძვირადღირებული ამოცანაა, ყოველწლიურად შეღებვის სამუშაოა საჭირო იმისათვის, რომ შეინარცუნოს ფერები, რადგან კალიფორნიის მცხუნვარე მზეს საღებავები ვერ უძლებს. ალბათ სახლის აშენება ნაკლებ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

სახლის შიდა დიზაინი

saxlis shida dizaini

ქალბატონი ამბობს, რომ სტუმრებს მისი ფერადი სახლი ძალიან მოსწონთ და ამბობენ, რომ ასეთ სახლში ადამიანი თავს უბედურად უბრალოდ ვერ იგრძნობსო, რაც მას ახარებს და აბედნიერებს.

ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანია გთავაზობთ კერძო სახლების მშენებლობას, როგორ შავი კარკასი ისე თეთრი კარკასი: სახლის პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: კერძო სახლის პროექტები

მისაღები ოთახის დიზაინი

misagebi otaxis dizaini

თუმცა რაც შეეხება მეზობლებს, ისინი ამ შედევრით აღფრთოვანებულები სულაც არ არიან. მათი აზრით, ეს აჭრელებული თუთიყუშის სახლი საერთოდ არ ჯდება სანაპიროს საერთო არქიტექტურულ კონცეფციაში და გარემოს ძალიან აუშნოებს.

interieris dizaini

მიუხედავად მეზობლების კრიტიკის და უკმაყოფილებისა, ჯეინს ეს საერთოდ არ აღელვებს მათი აზრი. ის ამბობს, რომ ამაყობს საკუთარი სახლით, ძალიან მოსწონს ის, თავს უბედნიერესად თვლის. ამასთან არაფრის შეცვლას არ აპირებს.

eqsterieris dizaini

როგორ გამოიყურება გარედან:

ლანდშაფტის დიზაინი

ეზოს დიზაინი

ეზოს დიზაინი

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

რას იტყვით? იცხოვრებით მსგავს სახლში?

თეგები: სახლის ინტერიერი, სახლის ინტერიერი, ეზოს დიზაინი, ეზოს დიზაინი, სახლის ექსტერიერი, სახლის ექსტერიერი, რემონტი, რემონტი, სახლის აშენება, სახლის აშენება