ოთახისთვის ფერის არჩევა ინდივიდუალურ გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მაინც არსებობს ტონები, რომლებიც ამა თუ იმ ოთახისთვის მეტად დამახასიათებელია. ითვლება, რომ თბილი ფერები ოთახში სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდას ტოვებენ, ამიტომ, ისინი საძინებელ ოთახში და მისაღებ ოთახში იდეალურად ჯდებიან. მართლაც, თბილი ფერების პალიტრა საუკეთესო გზაა სახლში კომფორტის შესაქმნელად. სტატიაში გაჩვენებთ საძინებლის კედლის ფერების, სამზარეულოს ფერების, მისაღები ოთახებისა და სხვა ოთახებისთვის რომელი ფერის შერჩევაა ყველაზე სწორი.
საძინებელი ოთახის ფერები
ბაზად შეარჩიეთ ნატურალური ფერები. საძინებელში სიმყუდროვის განცდისთვის იდეალურია კრემისფერი, ღია ცისფერი, ღია ყვითელი და ყველა სხვა ტონი, რომელიც სიმშვიდესთან ასოცირდება.
სამზარეულოს ფერები
სამზარეულო ის ადგილია, სადაც ექპერიმენტებისთვის მეტი გასაქანია. თუ საძინებელ ოთახში წითელმა ფერმა მალე შეიძლება დაგღალოთ, სამზარეულოში ეს ფერი შესაფერისი ვარიანტი შეიძლება იყოს. ის არის ცოცხალი, მასტიმულირებელი ფერი, რომელიც დილით, ყავის დალევისას გამოგაფხიზლებთ და მოტივაციით აგავსებთ.
მისაღები ოთახი
მისაღებ ოთახში კი კონტრასტების და მასალების მრავალფეროვნება ამართლებს ხოლმე. მაგალითად, ხის ჭერი და ფილებით მორთული კედელი.
მისაღები ოთახის დიზაინისთვის ასევე კლასიკად არის ქცეული თეთრი კედლები, რადგან ის სივრცის შეგრძნებას ზრდის და ოთახს სიმსუბუქეს მატებს.
სამუშაო ოთახი
სამუშაო ოთახისთვის კი უფრო მუქი ტონებია მისაღები. ასევე აქტუალურია ხის ფაქტურა.
თეგები: ოთახის ფერები,