Back

რაში შეგიძლიათ დაზოგოთ ფული რემონტის დროს?

თუ სახლის რემონტი გადაწყვიტეთ, წინასწარ უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ეს იაფი არ დაგიჯდებათ. რაც არ უნდა წინასწარ დაგეგმილი იყოს სარემონტო სამუშაოები, ყოველთვის გამოჩნდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რაც რემონტის ხარჯებს გაზრდის. იაფი მასალები და მუშა ხელი გამოსავალი არ არის, რადგან ის, რაშიც დღეს ნაკლებს იხდით, შეიძლება ხვალ წინ დაგიხვდეთ სულ მცირე, იმავეფასიანი მასალის შეძენა ხელახლა მოგიხდეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რემონტისას ფულის დაზოგვა არ შეიძლება. პირველ რიგში აუცილებელია სწორად გაინსაზღვროთ ინტერიერის დიზაინი და სარემონტო ხარჯთაღრიცხვა.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ იმას გირჩევთ, თუ რაში ღირს რემონტისას ფულის დაზოგვა:

გააკეთეთ მარტივი პროექტი

ეს ძირითადად ეხება კედლების და ტიხრების რაოდენობის მაქსიმალურად შემცირებას, რაც თავის მხრივ, ნაკლებ კარებებს, აგურს, ცემენტს, საღებავებს, შპალერს და სხვა ხარჯებს ნიშნავს.

თანაც, ასეთ ბინაში მეტი თავისუფალი ადგილი დარჩება. როგორც წესი, ნაკლები კედლების ხარჯზე, აერთიანებენ სამზარეულოს, სასადილო და მისაღებ ოთახებს.

მისაღები ოთახი

კედლის გაფორმება

კედლისთვის მრავალი სახის დეკორი არსებობს: ფილები, ძვირადღირებული შპალერი, სარკით დაფარული ზედაპირი, ხის ორნამენტები – ეს ყველაფერი ლამაზ ეფექტს იძლევა, თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით, მათი არ გაკეთებით ფულს ვზოგავთ არა ხარისხზე, არამედ ინტერიერის გადაწყვეტაზე.

თანაც, მინიმალისტური, ერთ ფერში შეღებილი კედლები ხშირად დიზაინერთა იმ ნამუშევრებშიც გვხვდება, რომლებიც თანხების დაზოგვის მიზნით ნამდვილად არ შემქნილა.

მისაღები ოთახის დიზაინი

განათება

განათების რთული მექანიზმები და ასევე, შერეული განათება ასევე ძვირი ჯდება.

თქვენ შეგიძლიათ, თანხები დაზოგოთ ნაკლები ელექტროგაყვანილობის, მასალების და ხელოსნის სამუშაოს ხარჯზე.

მიყევით განათების „ორ სცენარს“ – გამოიყენეთ ჭერში ჩასამონტაჟებელი განათება და ამას დაუმატეთ ძირს დასადგმელი ნათურა აქცენტისთვის.

ოთახის განათება

ეკონომია კერამიკულ ფილებზე

უხარისხო ან თქვენთვის არმოსაწონი დიზაინის კერამიკული ფილების შეძენას აჯობებს, სააბაზანოს მოწყობისას ალტერნატიული გადაწყვეტით დაზოგოთ თანხები. წყალგამძლე ხის მასალები უფრო იაფი დაგიჯდებათ.

აბაზანის დიზაინი

სწორი გაანგარიშება

და ბოლოს, კარგად დათვალეთ, რა რაოდენობის სარამონტო მასალა გჭირდებათ, რომ რემონტის შემდეგ არ დაგრჩეთ მასალები, რომელბსაც გამოყენებას ვერ მოუნახავთ, ხარჯში კი ჩაგეთვლებათ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

თეგები: რემონტი,