Back

სახლი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაცულ უბანში, გამორჩეული ხედით, ინტერიერით და ექსტერიერით – სად ცხოვრობს ხვიჩა კვარაცხელია

სახლი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხალია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე  იტა­ლი­ა­ში იცხოვ­რებს ნე­ა­პო­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს. საცხოვრებელ კომპლექსს დიდი პარ­კინ­გი აქვს და ასე­ვე ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბა კომ­ფორ­ტის­თვის. ბი­ნი­დან იშ­ლე­ბა ულა­მა­ზეს ხედი, სა­ი­და­ნაც ნე­ა­პო­ლის ყურე ჩანს. ბინის ინტერიერი და ექსტერიერი გამორჩეულად ლამაზია. ასევე ძალიან მიმზიდველია ლანდშაფტის დიზაინი. ბინის ღირებულება ზუსტად არ არის ცნობილი.

სახლის რემონტი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ღე­ბუ­ლი ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახლი ორ­ჯერ შე­იც­ვა­ლა. იტა­ლი­ა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, ბინა ნე­ა­პო­ლის მახ­ლობ­ლად, კუ­მა­ში იქი­რა­ვა, თუმ­ცა მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ფეხ­ბურ­თელს ავ­ტო­მო­ბი­ლი, Mini Countryman, მო­პა­რეს. ფეხ­ბურ­თელ­მა ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ტყო­ბი­ნა პო­ლი­ცი­ას და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი იპო­ვეს.

ხედი სახლიდან

“სწო­რედ ამ მი­ზე­ზით გა­და­წყვი­ტა ბი­ნის გა­მოც­ვლა, რად­გან ის საკ­მა­რი­სად უსაფრ­თხოდ არ მი­იჩ­ნე­ო­და”, – წერ­და იმ­ჟა­მად იტა­ლი­უ­რი მე­დია. ის თავ­და­პირ­ვე­ლად ნე­ა­პოლ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ახლა უკვე ახა­ლი სახ­ლი აქვს, ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარ­გად და­ცულ უბან­ში. სახლი გამორჩეულია ხედით, ინტერიერით და ექსტერიერით. VIA TASSO-ს კომ­პლექ­სი ნე­ა­პო­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს და სახ­ლს 24-სა­ა­თი­ა­ნი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი ჰყავს.

სახლის ინტერიერის დიზაინი

ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­გორც ჩანს, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს ნე­ა­პო­ლი­ტა­ნურ ქა­ლაქ­ში, სა­დაც სა­ფეხ­ბურ­თო თავ­გა­და­სავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი იპო­ვა.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ღი­რე­ბუ­ლე­ბა ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. ის სულ რა­ღაც 22 წლი­საა და მისი დე­ბი­უ­ტი “ნა­პო­ლი­ში” და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ შედ­გა და სე­ზო­ნის სენ­სა­ცი­ად იქცა.

ის გა­სულ სე­ზონ­ში არა მხო­ლოდ სე­რია ა-ს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი, არა­მედ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლიც გახ­და.

ხვი­ჩას თავ­გა­და­სა­ვა­ლი კვლავ წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა…

ეზოს დიზაინი

მანამდე, 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა. 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს.

წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ.

საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს:

„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა.

წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.

თეგები: სახლის ინტერიერი, სახლის ინტერიერი, რემონტი, რემონტი, ლანდშაფტის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი